გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

DHL Europe ზაფხულისთვის ავიაციის საწვავის მარაგების სტაბილურობას ადასტურებს

ნუცა ტყეშელაშვილი2 ივნისი, 20263 წთ კითხვა
DHL Europe ზაფხულისთვის ავიაციის საწვავის მარაგების სტაბილურობას ადასტურებს

DHL Express Europe-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ პარას განცხადებით, კომპანიამ ზაფხულის თვეებისთვის ავიაციის საწვავის საჭირო მარაგები უკვე უზრუნველყო და ირანის ომთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიუხედავად, ოპერაციების შეფერხებას არ ელოდება.

Reuters-თან საუბრისას პარამ აღნიშნა, რომ DHL-ის მთავარ ჰაბებში, სატრანზიტო ცენტრებსა და ქალაქებში ამჟამად საწვავის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს და კომპანიის საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ავიაციის საწვავის ბაზარი შედარებით დასტაბილურდა, რაც მოთხოვნის შემცირებამ და ევროპაში აშშ-დან, ნიგერიიდან და სამხრეთ კორეიდან გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა.

„ჯერჯერობით საწვავის დეფიციტი არ დაფიქსირებულა,“ - განაცხადა პარამ.

DHL-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის გლობალური ლოგისტიკური ქსელი და საგანგებო გეგმები შესაძლო ლოკალური პრობლემების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავების საწვავით მომარაგება ალტერნატიულ ლოკაციებზე შეიძლება განხორციელდეს, შეიცვალოს ფრენის მარშრუტები ან ტვირთების ნაწილი სახმელეთო ტრანსპორტით გადაიტანონ.

პარას შეფასებით, კომპანია მუდმივად აკვირდება ვითარებას და უკიდურესი სცენარის შემთხვევაშიც ოპერაციების უწყვეტობის შესანარჩუნებლად საკმარისი რესურსები და მოქნილი ქსელი გააჩნია.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს ხელმძღვანელი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს - დეფოლტის რისკებზე ბაზარი შეშფოთებულია

Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი CoreWeave-ის ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას დამატებითი მხარდაჭერა არ სჭირდება. თუმცა, მისი ვალის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულების რეკორდული ზრდა ბაზარზე ფინანსური რისკების შესახებ მზარდ შეშფოთებაზე მიუთითებს. Nvidia-ს, როგორც CoreWeave-ის აქციონერისა და აღჭურვილობის მომწოდებლის, როლი კი დაფინანსების მდგრადობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება

Amazon-მა Bee-ს ბრენდის ქვეშ ორი AI მოწყობილობა წარადგინა: $75-იანი Frontier სამაჯური და $100-იანი Eclipse, რომელიც სმარტფონს უერთდება. ისინი ყოველდღიური საუბრებისა და მონაცემების საფუძველზე შეხსენებებსა და სამოქმედო საკითხებს ქმნის. პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირადი ინფორმაციის დაცვა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა
საფონდო15 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა

Google-მა Willow კვანტურ პროცესორზე ახალი მეთოდი გამოცადა, რომელმაც კვანტურ გამოთვლებში შეცდომები დაახლოებით 40-ჯერ შეამცირა. *Magic State Cultivation* მიზნად ისახავს საიმედო კვანტური მდგომარეობების ნაკლები რესურსით მიღებას, რაც შესაძლოა მომავალში უფრო მასშტაბური და შეცდომებისადმი მდგრადი კვანტური კომპიუტერების შექმნას დაეხმაროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე