გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ს ცილისწამებისთვის ხელახლა უჩივლა

მარიამ ქადარია29 მაისი, 20262 წთ კითხვა
დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ს ცილისწამებისთვის ხელახლა უჩივლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Wall Street Journal-ის წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი ხელახლა შეიტანა. სამართლებრივი დავა ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის სავარაუდო კავშირების შესახებ.

მაიამის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი განახლებული სარჩელით, დონალდ ტრამპი სულ მცირე 10 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. დავის მთავარი საფუძველი გახდა სტატია, რომელშიც აღწერილი იყო ტრამპის ხელმოწერილი მისალოცი ბარათი, რომელიც ჯეფრი ეპშტეინს ეკუთვნოდა. ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ბარათი ყალბია და მედიამ ინფორმაცია ფაქტების სათანადო გადამოწმების გარეშე გაავრცელა, რამაც მათ კლიენტს დიდი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა.

მოპასუხეებს შორის არიან რუპერტ მერდოკი, კომპანია Dow Jones, News Corp და კონკრეტული ჟურნალისტები, თუმცა გამოცემა აცხადებს, რომ სრულად ენდობა საკუთარ მასალებს და სასამართლოში თავის დაცვას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის მიერ ეს მედიის წინააღმდეგ დაწყებული ერთ-ერთი მორიგი დავაა. მსგავსი სარჩელები მას ისეთ წამყვან გამოცემებსა და მაუწყებლებთანაც აქვს, როგორებიცაა New York Times და BBC.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე