გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

DoorDash-ის ახალი ტექნოლოგია მომხმარებლის ნაცვლად შეუკვეთავს

მარიამ ქადარია17 ივლისი, 20261 წთ კითხვა
DoorDash-ის ახალი ტექნოლოგია მომხმარებლის ნაცვლად შეუკვეთავს

DoorDash-მა ახალი ტექნოლოგიური ხელსაწყო, dd-cli წარადგინა, რომლის საშუალებითაც ხელოვნურ ინტელექტს რესტორნის მოძებნა, ფასების შედარება და შეკვეთის დამოუკიდებლად გაფორმება შეუძლია.

კომპანიის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ენდი ფენგმა, ახალი სისტემის მუშაობა პრაქტიკაში წარადგინა. დემონსტრაციისას Claude-მა რესტორანი მოძებნა, სასურველი კერძი შეარჩია და შეკვეთის საფასურიც თავად გადაიხადა.

ამ ეტაპზე dd-cli მხოლოდ სატესტო რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მის გამოყენებას აშშ-სა და კანადაში მცხოვრები macOS დეველოპერები შეძლებენ, თუმცა ამისთვის წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ.

DoorDash-ს სურს, რომ მომავალში მისი სერვისი სხვა ციფრულ ასისტენტებსა და ჭკვიანი სახლის სისტემებსაც დაუკავშირდეს. მაგალითად, შეკვეთა შეიძლება ავტომატურად გაკეთდეს კალენდარში მითითებული გეგმების ან სხვა ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით, ისე, რომ მომხმარებელმა DoorDash-ის აპლიკაცია თავად აღარ გახსნას.

ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა უკვე ჩანს, რომ მომავალში ონლაინ შეკვეთების ნაწილს ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის ნაცვლად შეასრულებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის

Nvidia მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებს 250 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური შესაძლებლობებით დაეხმარება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა
მაკრო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 3.7% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 3.4% იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს
საფონდო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს

გაცნობის აპლიკაცია Bumble ბირჟას დატოვებს. კომპანიას Ithaca Holdings 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს, ხოლო აქციონერები თითო აქციაში 6.05 დოლარს მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე