გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრები 100 მილიონ ბარელამდე მარაგს გამოიყენებენ

მარიამ ქადარია8 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრები 100 მილიონ ბარელამდე მარაგს გამოიყენებენ

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა სტრატეგიული მარაგების გამოყენება გადაწყვიტეს. საუბარია ნავთობსა და დიზელზე, რომლებიც ბაზარზე მიწოდების შემცირებისა და ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე გახდება ხელმისაწვდომი.

ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ბარელის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს ახალი გადაწყვეტილებით დამატებული მოცულობა არ არის. ქვეყნები უკვე დამტკიცებული მარაგების გამოყენებას უბრალოდ უფრო მოკლე ვადაში დაიწყებენ.

განსაკუთრებული ყურადღება დიზელს დაეთმობა, რადგან მისი დეფიციტი განსაკუთრებით ევროპაშია შესამჩნევი. საფრანგეთი საკუთარი სტრატეგიული მარაგებიდან 10 მილიონ ბარელ დიზელს გამოიყენებს. ვითარებას ახლო აღმოსავლეთში ახალი თავდასხმებიც ართულებს. ჰუსიტებმა ადენის აეროპორტს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, უკრაინამ კი რუსეთის ორ ნავთობობიექტზე მიიტანა იერიში.

ბაზარზე დამატებით რისკს მექსიკის ყურეში მოსალოდნელი ქარიშხალიც ქმნის. რეგიონზე აშშ-ის ნავთობის მოპოვების დაახლოებით 15% მოდის, ამიტომ უამინდობამ წარმოება შესაძლოა დროებით შეამციროს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
საფონდო8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა

Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს
AI ტექნოლოგია8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის
ანალიზი8 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფარმაცევტული ინდუსტრია ტრამპის ადმინისტრაციას წამლების ფასების ახალი წესის გამო უჩივის

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიების მთავარი ლობისტური ორგანიზაცია PhRMA ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. დავა ახალ წესს ეხება, რომლის მიხედვითაც Medicare საავადმყოფოებში გამოყენებული ზოგიერთი წამლის ანაზღაურებას სხვა ქვეყნებში მოქმედ ფასებზე დაყრდნობით განსაზღვრავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე