გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

EnergyX Trafigura-ს 10 წლის განმავლობაში $2 მილიარდის ლითიუმს მიაწვდის

მარიამ ქადარია13 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
EnergyX Trafigura-ს 10 წლის განმავლობაში $2 მილიარდის ლითიუმს მიაწვდის

EnergyX-მა Trafigura-სთან ათწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიულ კომპანიას 100,000 ტონა ლითიუმს მიაწვდის. მიმდინარე ფასებით გარიგების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიწოდებული ლითიუმის ნახევარი ჰიდროქსიდი იქნება, ნახევარი კი კარბონატი. ორივე მასალა ბატარეების წარმოებაში გამოიყენება. ლითიუმს EnergyX ჩილესა და ტეხასში დაგეგმილი პროექტებიდან მიიღებს.

ჩილეში წარმოების დაწყება 2028 წელს იგეგმება და იქ მოპოვებული ლითიუმის დაახლოებით ორი მესამედი Trafigura-ს გადაეცემა. ტეხასის პროექტი კი 2029 წელს უნდა ამოქმედდეს, მისი პროდუქციის დაახლოებით მესამედს ასევე Trafigura შეიძენს.

თავდაპირველად Trafigura ლითიუმის გაყიდვას ძირითადად ჩინეთში გეგმავს. მოგვიანებით კომპანიას აშშ-ის ბატარეების მწარმოებლების მომარაგებაც სურს.

EnergyX-ის ინვესტორებს შორის General Motors და იტალიური Eni არიან. კომპანიას ახალი საწარმოების ასაშენებლად დამატებითი დაფინანსება სჭირდება და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკისგან 690 მილიონი დოლარის სესხის მიღებასაც ცდილობს. ბირჟაზე გასვლის საკითხს კი წარმოების დაწყების შემდეგ დაუბრუნდება.

წყარო: investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე