გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

EQT Qiagen-ს $10.8 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია23 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
EQT Qiagen-ს $10.8 მილიარდად შეიძენს

შვედური საინვესტიციო კომპანია EQT მოლეკულური დიაგნოსტიკის კომპანია Qiagen-ს დაახლოებით 9.6 მილიარდ ევროდ, ანუ 10.8 მილიარდ დოლარად შეიძენს.

EQT თითო აქციაში 46.50 ევროს გადაიხდის, რაც გარიგების გამოცხადებამდე არსებულ ფასს 8.6%-ით აღემატება. Qiagen-ის ვალის გათვალისწინებით, გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 12.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. პროცესში აბუ-დაბისა და კანადის მსხვილი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებიც მონაწილეობენ.

Qiagen კვლევით და კლინიკურ ლაბორატორიებს გენეტიკური მასალის ანალიზისთვის საჭირო ტესტებსა და მოწყობილობებს სთავაზობს. მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ამ სფეროთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

Qiagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ შეთავაზებას მხარი უკვე დაუჭირა. გარიგება 2027 წლის შუა პერიოდში უნდა დასრულდეს. მანამდე კომპანიამ 2026 წლის ფინანსური პროგნოზის გამოქვეყნება შეაჩერა. მესამე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, Qiagen-ის შემოსავალმა 548 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე