გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ერაყში დოლარის მიწოდება ოთხთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა

მარიამ ქადარია9 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ერაყში დოლარის მიწოდება ოთხთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა

ერაყსა და აშშ-ს შორის შეთანხმების შედეგად ქვეყანაში ამერიკული დოლარის ნაღდი ფულის შეტანა განახლდება.სანაცვლოდ, ბაღდადი ვალდებულია გაამკაცროს კონტროლი, რომ დოლარი ირანსა და მასთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ჯგუფებამდე არ მივიდეს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ერაყისთვის დოლარის მიწოდება თებერვლის ბოლოს შეაჩერა. ამან ბაღდადს შეუზღუდა წვდომა ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება. ვაშინგტონის მიზანი იყო, ერაყზე ზეწოლა გაეზარდა და შეემცირებინა გზები, რომლითაც ირანი სანქციების გვერდის ავლით დოლარს იღებდა.

ახალი შეთანხმებით, ერაყმა პირობა დადო, რომ ამერიკული ვალუტა ირანთან დაკავშირებულ ძალებამდე აღარ მივა, მათ შორის ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და პროირანული დაჯგუფებების წევრებისთვის განკუთვნილი ხელფასების გზით.

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ნაღდი ფულის გაგზავნა უკვე განაახლა. მანამდე კი მინიმუმ ორი მსხვილი გზავნილი იყო გაუქმებული, მათ შორის ერთი 500 მილიონი დოლარის მოცულობით.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე