გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროკავშირი მსხვილი კომპანიებისთვის ანტიმონოპოლიურ წესებს ცვლის

მარიამ ქადარია4 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირი მსხვილი კომპანიებისთვის ანტიმონოპოლიურ წესებს ცვლის

ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური წესები განაახლა და მსხვილ კომპანიებს გარკვეულ შემთხვევებში საშუალება მისცა, საკუთარი გადაწყვეტილებები გარემოსდაცვითი სარგებლის არგუმენტით გაამართლონ.

ცვლილება ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობის 102-ე მუხლს ეხება. ეს მუხლი კომპანიებს უკრძალავს, ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა კონკურენტების შესაზღუდად გამოიყენონ. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე დაუჯარიმებია ევროკავშირს Apple, Google და Microsoft.

ახალი წესებით, ევროკომისიამ შეიძლება გაითვალისწინოს, თუ კომპანიის გადაწყვეტილება ამცირებს ნედლეულის გამოყენებას ან დაბინძურებას, ზრდის გადამუშავებადი პროდუქციის წილს ან მომხმარებლის ხარჯებს ამცირებს.

ცვლილებას კრიტიკაც მოჰყვა. 28 ეკონომისტისა და აკადემიკოსის ჯგუფმა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის კონკურენციის კომისარ ტერეზა რიბერას მიმართა. მათი აზრით, ახალი წესები მსხვილ კომპანიებს მეტ შესაძლებლობას მისცემს, კონკურენტებისთვის ხელის შემშლელი გადაწყვეტილებები გარემოსდაცვითი სარგებლის არგუმენტით გაამართლონ.

ევროკომისია, როგორც წესი, დომინანტურ კომპანიად მიიჩნევს მას, ვისაც შესაბამის ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უკავია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე