გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

მარიამ ქადარია13 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს. ამ გზით მიღებული თანხა შესაძლოა მოსახლეობისთვის მაღალი ენერგეტიკული ხარჯების შესამსუბუქებლად გამოიყენონ.

ევროკავშირის კლიმატისა და გადასახადების კომისრის, ვოპკე ჰუკსტრას თქმით, სპეციალური ჯგუფი შეაფასებს, რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი გადასახადი და რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მის შემოღებას. ინიციატივას გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი და ავსტრია უჭერენ მხარს.

მსგავსი ზომა ევროკავშირმა 2022 წელსაც გამოიყენა. მაშინ კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაეკისრათ მოგების იმ ნაწილზე, რომელიც წინა წლების საშუალო მაჩვენებელს 20%-ზე მეტით აჭარბებდა. მინიმალური განაკვეთი 33% იყო და ამ გზით თითქმის 29 მილიარდი ევრო შეგროვდა.

ახალი გადასახადის შემოღებას შესაძლოა კომპანიების მხრიდან სასამართლო დავები მოჰყვეს. ExxonMobil და სხვა კომპანიები 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე ასაჩივრებენ. ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ მსგავსი გადასახადი უკვე საკუთარი წესებით შემოიღო.

პორტუგალიაში, მაგალითად, ნავთობისა და გადამამუშავებელი კომპანიების 2026 წლის დამატებით მოგებაზე 33%-იანი გადასახადი მოქმედებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე