გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ევროკავშირი სახელმწიფო შესყიდვებში ევროპულ კომპანიებს მეტ უპირატესობას მიანიჭებს

მარიამ ქადარია10 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირი სახელმწიფო შესყიდვებში ევროპულ კომპანიებს მეტ უპირატესობას მიანიჭებს

ევროკომისიამ სახელმწიფო შესყიდვების ახალი წესები წარადგინა, რომლებიც ტენდერების გამარტივებას და უცხოურ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ცვლილებები ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნასაც ითვალისწინებს.

ევროკავშირში სახელმწიფო შესყიდვებზე წელიწადში დაახლოებით €2.5 ტრილიონი იხარჯება, რაც ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ახალი წესებით, სახელმწიფო კონტრაქტების გაცემისას მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასი აღარ იქნება გადამწყვეტი. შეფასებისას ხარისხს მინიმუმ 30%-იანი მნიშვნელობა მიენიჭება, ხოლო იმ სფეროებში, სადაც სამუშაოს დიდი ნაწილი ადამიანურ შრომაზეა დამოკიდებული, მინიმუმ 50%.

ცვლილებები ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გარკვეულ შემთხვევებში ტენდერებიდან გამორიცხონ შეთავაზებები, რომლებშიც ევროპული წარმოების წილი 50%-ზე ნაკლებია. რეგულაცია განსაკუთრებით ეხება ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციასთან კონკურენციას და ისეთ სფეროებს, სადაც ევროკავშირი უცხოურ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

წინადადება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის და ძალაში შესვლამდე შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე