გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროკავშირის ლიდერები ენერგიის ფასებსა და ჩინურ იმპორტზე მსჯელობენ

მარიამ ქადარია16 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირის ლიდერები ენერგიის ფასებსა და ჩინურ იმპორტზე მსჯელობენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემები ენერგიის გაძვირება, მომავალი ბიუჯეტი და ჩინეთიდან იმპორტის სწრაფი ზრდაა. მაღალი ენერგეტიკული ხარჯები ევროპულ კომპანიებს კონკურენციას ურთულებს, მთავრობებს კი ეკონომიკის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების მოძიება უწევთ.

ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმაზეც, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ბიუჯეტი. გერმანია და სხვა ქვეყნები, რომლებიც საერთო ბიუჯეტში დიდ თანხას იხდიან, ხარჯების შემცირებას ითხოვენ. საფრანგეთი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ხარჯების შემცირება ევროპის კონკურენტუნარიანობის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ჩინეთთან საქონლით ვაჭრობის დეფიციტმა 2025 წელს 360 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირი პეკინთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს, თუმცა ევროპული კომპანიების დასაცავად დამატებით ზომებსაც განიხილავს. საფრანგეთი და გერმანია განსაკუთრებით ქიმიური პროდუქციისა და შესაფუთი პლასტმასის იმპორტის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას.

უთანხმოებაა ევროკავშირის ემისიების სავაჭრო სისტემაზეც, რომლის ფარგლებში კომპანიებს გამონაბოლქვზე საფასურის გადახდა უწევთ. ჩეხეთსა და იტალიას წესების შემსუბუქება ან დროებით შეჩერება სურთ. სკანდინავიის ქვეყნები კი ფიქრობენ, რომ ეს სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციებს შეამცირებს.

შეხვედრაზე უკრაინისთვის 2027 წელს განკუთვნილ დაფინანსებაზეც იმსჯელებენ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე