გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ევროკავშირმა Google თითქმის 900 მილიონი ევროთი დააჯარიმა

მარიამ ქადარია24 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირმა Google თითქმის 900 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ Google-ს ციფრული ბაზრების წესების დარღვევისთვის ჯამში 890 მილიონი ევროს, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ევროკავშირის შეფასებით, კომპანია საკუთარ სერვისებს კონკურენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა და აპლიკაციების დეველოპერებს მომხმარებლებისთვის უფრო იაფი ალტერნატივების შეთავაზებას უზღუდავდა.

ჯარიმებიდან 460 მილიონი ევრო Google Search-ში კომპანიის საკუთარი სერვისების წინ წამოწევას უკავშირდება. საუბარია საყიდლების, სასტუმროების, ტრანსპორტისა და სპორტული შედეგების ძიებაზე. დარჩენილი 430 მილიონი ევრო კი Google Play-ის წესებს ეხება, რომლებიც დეველოპერებს მომხმარებლების სხვა აპლიკაციების მაღაზიებსა და ვებგვერდებზე გადამისამართებას უშლიდა ხელს.

ეს Google-ისთვის ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტის ფარგლებში დაკისრებული პირველი ჯარიმებია. ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში კი ანტიკონკურენტული ქმედებების გამო კომპანიისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა საერთო ჯამში 10.38 მილიარდ ევროს მიაღწია.

Google-ს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად 60 დღე აქვს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საძიებო სისტემაში კონკურენტების სერვისები თანაბარ პირობებში გამოჩნდეს, ხოლო დეველოპერებს Google Play-ის გარეთ არსებული შეთავაზებების თავისუფლად მითითების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

Google ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლოში გასაჩივრებასაც არ გამორიცხავს. კომპანიის განცხადებით, ახალი მოთხოვნების შესრულება ევროპელი მომხმარებლებისთვის საძიებო სისტემის ზოგიერთი ფუნქციის გაუქმებასა და Google Play-ის უსაფრთხოების მექანიზმების შესუსტებას გამოიწვევს.

უწყების განცხადებით, Google-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კომპანიამ წესებთან შესაბამისობისთვის უკვე დაიწყო ცვლილებების განხორციელება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?
საფონდო22 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?

Meta ახალი, ხმის უფლების არმქონე Class C აქციების შექმნას გეგმავს, რაც მარკ ზუკერბერგს კომპანიის კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარება. შეთანხმება შესაძლოა კომპანიის AI-პროექტების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტადაც იქცეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა
მაკრო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ნავთობისა და გაზის გაძვირებამ ევროზონის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა

ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკაზე გავლენა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს
მაკრო22 ოქტ. 20261 წთ კითხვა

რუსული დიზელის დამატებითი გაყიდვები ფასებს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელზე მიღწეული შეთანხმება ბაზარზე არსებულ დეფიციტს სწრაფად ვერ მოაგვარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, დაგეგმილი მოცულობა ფასების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საკმარისი არ იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე