გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

ევროკავშირმა Temu უკანონო პროდუქციის გაყიდვის გამო 232 მილიონი დოლარით დააჯარიმა

მარიამ ქადარია29 მაისი, 20262 წთ კითხვა
ევროკავშირმა Temu უკანონო პროდუქციის გაყიდვის გამო 232 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკავშირის მარეგულირებელმა ჩინური ონლაინ პლატფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიის შეფასებით, კომპანიამ ვერ მიიღო საკმარისი ზომები პლატფორმაზე უკანონო პროდუქციის გავრცელების შესაჩერებლად.

გადაწყვეტილება თითქმის ორწლიან გამოძიებას მოჰყვა. ევროკომისიის განცხადებით, Temu-მ ვერ შეაფასა ის რისკები, რომლებიც მომხმარებლებისთვის პრობლემას ქმნიდა და ამით „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ მოთხოვნები დაარღვია.

გამოძიება მომხმარებელთა ორგანიზაციების გაერთიანება BEUC-ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. რეგულატორების შეფასებით, Temu-ს სარეკომენდაციო სისტემა და ინფლუენსერებთან დაკავშირებული სარეკლამო პროგრამები ხელს უწყობდა ისეთი პროდუქციის გავრცელებას, რომელიც ევროკავშირის წესებს არ შეესაბამებოდა.

კომპანიაში გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, ამავდროულად, Temu აცხადებს, რომ პლატფორმაზე უსაფრთხოების მექანიზმები უკვე გააძლიერა.

ევროკომისიამ კომპანიას 28 აგვისტომდე მისცა ვადა, რათა ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინოს. ამის შემდეგ მარეგულირებლები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც ევროკავშირმა „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ ფარგლებში დააწესა. გასულ წელს მსგავსი წესების დარღვევისთვის X 120 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Starlink ინდოეთში იაფი სატელიტური ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს
საფონდო12 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Starlink ინდოეთში იაფი სატელიტური ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს

ილონ მასკის თქმით, Starlink ინდოეთში სატელიტურ ინტერნეტს შედარებით დაბალ ფასად შესთავაზებს. კომპანიას Reliance Jio-სთან მოუწევს კონკურენცია, თუმცა ტარიფები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia Reflection AI-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
საფონდო12 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Nvidia Reflection AI-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Reflection AI-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩიპების მწარმოებელმა შესაძლოა კომპანიაში თავისი წილი გაზარდოს ან Reflection AI მთლიანად შეიძინოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Stellantis ევროპისთვის €15,000-იან ელექტრომობილებს ამზადებს
საფონდო12 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Stellantis ევროპისთვის €15,000-იან ელექტრომობილებს ამზადებს

Stellantis ევროპაში გაყიდვების გასაზრდელად მცირე ზომის და შედარებით იაფ ელექტრომობილებზე აკეთებს აქცენტს. პარიზის ავტოშოუზე კომპანია ცხრა ახალი კონცეფციიდან ექვსს წარადგენს, მათ შორის ელექტრო Citroën 2CV-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე