გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ევროკომისია €50-მილიარდიანი ტექნოლოგიური ფონდის შექმნას გეგმავს

მარიამ ქადარია26 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკომისია €50-მილიარდიანი ტექნოლოგიური ფონდის შექმნას გეგმავს

ევროკომისიამ 50 მილიარდი ევროს საინვესტიციო ფონდის შექმნის გეგმა წარადგინა. ბრიუსელის მიზანია, ევროპაში ტექნოლოგიური კომპანიების განვითარება და ამერიკულ და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება.

განსაკუთრებული ყურადღება კვანტურ ტექნოლოგიებს ეთმობა, რომელთა გამოყენებაც უფრო სწრაფი კომპიუტერების, უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელებისა და მაღალი სიზუსტის სენსორების შექმნის საშუალებას იძლევა.

მსოფლიოში კვანტური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სტარტაპების დაახლოებით მესამედი ევროპაშია, თუმცა მათი დაფინანსება გაცილებით მცირეა, ვიდრე აშშ-ში. გასულ წელს ევროპულმა სტარტაპებმა ინვესტორებისგან 1.1 მილიარდი ევრო მიიღეს, ამერიკულებმა კი 7 მილიარდი.

ევროკომისიას სურს, 2030 წლისთვის ევროპა კვანტური ტექნოლოგიების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად იქცეს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესობა შესაძლოა ევროპული კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიებს მიენიჭოთ. კანონპროექტს წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე