გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

მარიამ ქადარია30 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვარტალურ ჭრილში ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. კლების მთავარი მიზეზი ნავთობის გაიაფება და ახლო აღმოსავლეთში საზღვაო გადაზიდვების ნაწილობრივი დასტაბილურებაა.

ევროპის მთავარი საორიენტაციო ფასი, ჰოლანდიური TTF-ის კონტრაქტი, მეგავატ-საათზე დაახლოებით 43.44 ევროს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ფასმა ოდნავ მოიმატა, მაგრამ კვარტლის მიხედვით მაინც შემცირებულია.

ბაზარზე ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰორმუზის სრუტეში ტვირთების გადაადგილება შედარებით დასტაბილურდა. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ამ გზით მსოფლიო თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადის. ყატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მომავალი ხომალდებისთვის გადაზიდვების აღდგენამ მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები შეამცირა.

ფასებზე გავლენა ნავთობის გაიაფებამაც მოახდინა. როდესაც ნავთობის ფასი ომამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა, ენერგობაზარზე დაძაბულობაც შემცირდა. თუმცა გაზის ფასის უფრო მკვეთრ კლებას ევროპაში არსებული დაბალი მარაგები აფერხებს.

ამჟამად ევროპის გაზსაცავები დაახლოებით 48%-ით არის შევსებული. ეს ნაკლებია როგორც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, 56.2%-ზე, ისე ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეზე, რომელიც 61%-ს შეადგენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე