ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.
ზედამხედველობისთვის ხუთი გეოგრაფიული რეგიონი შეიქმნება. თითოეულს ცალკე ხელმძღვანელი ეყოლება, რომელიც თავის რეგიონში ყველა შემოწმებასა და შესაბამის გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხისმგებელი. სამუშაოს კვლავ ფედერალური რეზერვის რეგიონული ბანკების თანამშრომლები შეასრულებენ. ხელმძღვანელების შერჩევა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.
ფედერალური რეზერვის ვიცე-თავმჯდომარე მიშელ ბოუმენის თქმით, ძველი სისტემა ზედმეტად რთული იყო: გადაწყვეტილების მიღებაში ბევრი კომიტეტი მონაწილეობდა, რაც პროცესს აჭიანურებდა და ხშირად გაურკვეველს ტოვებდა, საბოლოოდ ვინ იყო პასუხისმგებელი. ცვლილებების ნაწილი Silicon Valley Bank-ის კრახის შემდეგ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგებს ეყრდნობა.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






