ფლორიდა Meta-სგან მოზარდებისთვის დღეში ორსაათიანი ლიმიტის დაწესებას ითხოვს

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა და Meta-სთვის მოზარდებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. ეს შეზღუდვები Instagram-სა და Facebook-ს შეეხება.
ფლორიდას სურს, Meta-მ შტატში 14 წლამდე ასაკის მომხმარებლების ანგარიშები გამოავლინოს და გააუქმოს. მოზარდებს კი კომპანიის ყველა აპის გამოყენება დღეში ჯამში მაქსიმუმ ორი საათით შეეძლოთ.
შტატი ასევე ითხოვს, მოზარდებისთვის გამოირთოს ვიდეოების ავტომატურად ჩართვა. დღიური ორსაათიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მათ ახალი შეტყობინებებიც აღარ უნდა მიუვიდეთ. გარდა ამისა, შტატი არასრულწლოვნებისთვის რეკლამის აკრძალვასაც ითხოვს.
Meta მოთხოვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კომპანია აცხადებს, რომ აგვისტოში 48 შტატსა და ვაშინგტონთან უკვე გააფორმა შეთანხმება, რომელიც პლატფორმებზე დამატებით ცვლილებებს ითვალისწინებს. შეთანხმების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 18 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ფლორიდა ამ შეთანხმებას არ შეუერთდა. შტატის ხელისუფლების შეფასებით, გათვალისწინებული ზომები საკმარისი არ არის და მოზარდების დაცვისთვის Meta-ს უფრო მკაცრი წესები უნდა დაეკისროს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






