გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Franklin Resources-ის კრიპტოსტრატეგია ახალი ფინანსური ანგარიშის წინ

მარიამ ქადარია31 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Franklin Resources-ის კრიპტოსტრატეგია ახალი ფინანსური ანგარიშის წინ

Franklin Resources-ი მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს, ინვესტორების ყურადღება კი კომპანიის ციფრული აქტივების მიმართულებაზეა მიპყრობილი, განსაკუთრებით დააკვირდებიან, შეძლო თუ არა კომპანიამ Western Asset Management-იდან კაპიტალის გადინების გავლენის შემცირება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Franklin Resources-ის მოგება ერთ აქციაზე 0.66 დოლარი იქნება, შემოსავალი კი 1.76 მილიარდ დოლარს მიაღწევს. პროგნოზი წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდას აჩვენებს, თუმცა შედეგები, სავარაუდოდ, წინა კვარტალზე სუსტი იქნება.

Western Asset Management-იდან 1 მილიარდი დოლარის წმინდა გადინების მიუხედავად, კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა 1.79 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამას ხელი 18 მილიარდი დოლარის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა შეუწყო.

საკომისიო შემოსავლებზე ზეწოლის ფონზე, Franklin Resources-ი საქმიანობის გაფართოებას ცდილობს. კომპანიამ კრიპტოაქტივების მმართველი 250 Digital-ი შეიძინა და ინსტიტუციური კლიენტებისთვის ახალი მიმართულება შექმნა.

მომდევნო შედეგები აჩვენებს, რამდენად გაამართლებს ეს ნაბიჯი და შეძლებს თუ არა კომპანია ციფრული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით ტრადიციულ ბიზნესში არსებული სისუსტის დაბალანსებას.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე