გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Frasers Group-ი Hugo Boss-ის სრულად შესაძენად 2.7 მილიარდ ევროს შეთავაზებას აკეთებს

ნუცა ტყეშელაშვილი11 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Frasers Group-ი Hugo Boss-ის სრულად შესაძენად 2.7 მილიარდ ევროს შეთავაზებას აკეთებს

ბრიტანულმა კომპანია Frasers Group-მა გერმანული მოდის სახლის Hugo Boss დარჩენილი აქციების შესაძენად ნებაყოფლობითი საჯარო შეთავაზება წარადგინა. კომპანია თითო აქციაში 38 ევროს გადახდას გეგმავს, რაც Hugo Boss-ის ბოლო დახურვის ფასზე დაახლოებით 4%-ით მეტია.

შეთავაზება Hugo Boss-ის მთლიან საბაზრო ღირებულებას დაახლოებით 2.7 მილიარდ ევროდ აფასებს, ხოლო Frasers Group-ს დარჩენილი 74%-იანი წილის შესაძენად დაახლოებით 2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს. გარიგების დასრულება, მარეგულირებლების თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

განცხადების შემდეგ Hugo Boss-ის აქციები 6%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Frasers Group-ის აქციები დაახლოებით 2.3%-ით დაეცა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ Frasers-ის მიზანი შესაძლოა კომპანიის სრული კონტროლი არ იყოს. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, თუ ინვესტორი კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციების 30%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია დანარჩენ აქციონერებსაც შესთავაზოს აქციების გამოსყიდვა. Frasers Group უკვე ფლობს Hugo Boss-ის დაახლოებით 26%-ს და ამ ზღვარს უახლოვდება.

კომპანიამ განაცხადა, რომ შეთავაზების მიზანია „შემდგომი ინვესტირების ხელშეწყობა“, რაც ბაზარზე აღიქმება როგორც მცდელობა, გაზარდოს გავლენა Hugo Boss-ზე სრული მფლობელობის გარეშე.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე