გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

G20-ის შეხვედრაზე აშშ ტარიფებზე, ირანსა და გლობალურ ვაჭრობაზე იმსჯელებს

მარიამ ქადარია1 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
 G20-ის შეხვედრაზე აშშ ტარიფებზე, ირანსა და გლობალურ ვაჭრობაზე იმსჯელებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ამ კვირაში G20-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება. აშშ შეხვედრაზე ყურადღებას საერთაშორისო ვაჭრობაში არსებულ პრობლემებზე, ეკონომიკურ ზრდასა და ირანთან ბიზნესკავშირების შეზღუდვაზე გაამახვილებს.

შეხვედრას თან ახლავს არაერთი ეკონომიკური გამოწვევა. აშშ-ის ახალი ტარიფები ბევრ ქვეყანას შეეხო, კანადასთან სავაჭრო დავა კვლავ გრძელდება, ირანთან ომმა კი ნავთობისა და სხვა ნედლეულის ფასები გაზარდა. ჰორმუზის სრუტის დახურვამ კი ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაართულა.

აშშ განსაკუთრებით ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკას აკრიტიკებს და პეკინს ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს. ევროპაშიც იზრდება შეშფოთება ჩინური საქონლის, მათ შორის ელექტრომობილებისა და ნახევარგამტარების, სწრაფად მზარდი იმპორტის გამო.

ამავდროულად, ყურადღების ცენტრშია თავად აშშ-ის ფინანსური მდგომარეობაც. ქვეყნის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, 30-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა კი ბოლო 19 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ამიტომ ბესენტს პარტნიორების დარწმუნება არა მხოლოდ სავაჭრო პოლიტიკაში, არამედ აშშ-ის ვალის მართვასთან დაკავშირებითაც მოუწევს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა
საფონდო16 ოქტ. 20263 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა, თუმცა S&P 500 და Nasdaq კვირის ჭრილში კვლავ კლებას აჩვენებდნენ. Tesla-ს აქციები Roadster-ის დემონსტრაციის შემდეგ გაძვირდა, ხოლო Strategy და CoreWeave ზეწოლის ქვეშ დარჩნენ ინდექსებიდან შესაძლო გამორიცხვისა და AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების რისკების გამო. ამავე დროს, Cohen & Steers-ისა და Alcoa-ს აქციებს ფინანსურმა შედეგებმა, Site Centers-ის შემთხვევაში კი სპეციალური დივიდენდის გამოცხადებამ შეუწყო ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე