გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Gap-ისა და American Eagle-ის აქციები მკვეთრად დაეცა სუსტი პროგნოზების ფონზე

ნუცა ტყეშელაშვილი29 მაისი, 20262 წთ კითხვა
Gap-ისა და American Eagle-ის აქციები მკვეთრად დაეცა სუსტი პროგნოზების ფონზე

აშშ-ის ტანსაცმლის სექტორში ორი მსხვილი კომპანია, Gap Inc. და American Eagle Outfitters, წინასაბაზრო ვაჭრობაში მკვეთრად დაეცა, მას შემდეგ რაც ორივემ სუსტი წლიური პროგნოზები გამოაქვეყნა.

Gap-ის აქციები დაახლოებით 15%-ით შემცირდა, ხოლო American Eagle Outfitters-ის დაახლოებით 10%-ით, რაც ასახავს ინვესტორების შიშს მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირების მიმართ.

Gap-მა წლიური გაყიდვების პროგნოზი შეამცირა, ხოლო American Eagle-მა მართალია შეინარჩუნა სრული წლის გაყიდვებისა და საოპერაციო მოგების პროგნოზი, თუმცა მიმდინარე კვარტალში მოგების მარჟის შემცირება დააანონსა.

კომპანიების შეფასებით, სუსტი მოთხოვნა განსაკუთრებით ქალის სეზონურ ტანსაცმელში შეინიშნება, რაც გაყიდვებზე უარყოფითად აისახა. Gap-ის შემთხვევაში ძირითადი ზეწოლა მის ყველაზე დიდ ბრენდზე, Old Navy-ზე მოდის, სადაც ქალის სეზონურმა კოლექციამ მომხმარებლების ინტერესი ვერ მოიპოვა.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრობლემა დაკავშირებულია როგორც დიზაინის, ისე ფასის პოზიციონირებასთან, რაც გაყიდვების კონვერსიას ამცირებს.

მაკროეკონომიკური გარემოც ამ სურათს ამძიმებს: ინფლაცია ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა, ხოლო მომხმარებელთა განწყობა მაისში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც ოჯახებს დანაზოგების გამოყენებისა და არასასიცოცხლო ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს.

American Eagle-ის შემთხვევაში სიძლიერე მის Aerie ბრენდში ვერ აბალანსებს სუსტ მოთხოვნას ძირითად ხაზზე, განსაკუთრებით ქალის შარვლების კატეგორიაში, სადაც მოდის ტენდენციების ცვლილება და ცივი გაზაფხული გაყიდვებს აზარალებს.

კომპანია ცდილობს გაყიდვების სტიმულირებას ახალი მარკეტინგული კამპანიებითაც, მათ შორის Gen Z აუდიტორიის მიზნობრივ სარეკლამო აქტივობებით, თუმცა მოკლევადიანი შედეგები ჯერ კიდევ სუსტი რჩება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე