გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Gemini-ს ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა

მარიამ ქადარია12 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Gemini-ს ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა

Google-ის განცხადებით, Gemini-ს ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა. კომპანიის ინფორმაციით, ეს მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტია.

Gemini-ს გამოყენება მხოლოდ ტექსტურ კითხვებზე პასუხით აღარ შემოიფარგლება. მომხმარებლების 63% ასისტენტს ხმოვანი ბრძანებებით იყენებს, ხოლო სულ უფრო მეტი ადამიანი მას მხოლოდ ხმითაც მართავს.

იზრდება კამერისა და ეკრანის გაზიარების გამოყენებაც. Google-ის მონაცემებით, Gemini Live-ის ყოველი მეხუთე სესია ხმოვან კომუნიკაციასთან ერთად ვიზუალურ ინფორმაციასაც მოიცავს. ამ ფუნქციებს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სტუდენტები და ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკულ ამოცანებს ასრულებენ.

კომპანიის ცნობით, Gemini დღეში 150 მილიონზე მეტ სურათს ქმნის. პლატფორმას მცირე ბიზნესებიც აქტიურად იყენებენ სარეკლამო და სხვა ვიზუალური მასალის მოსამზადებლად.

Android-ზე Gemini უკვე 40-ზე მეტ პოპულარულ აპლიკაციაში სხვადასხვა მოქმედების შესრულებასაც ახერხებს, მათ შორის ტაქსის გამოძახებასა და რესტორანში მაგიდის დაჯავშნას. iOS-ზე კი სერვისს 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე