გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

გერმანია ჩინური ავტომობილების ტარიფების გაზრდას განიხილავს

მარიამ ქადარია17 ივლისი, 20261 წთ კითხვა
გერმანია ჩინური ავტომობილების ტარიფების გაზრდას განიხილავს

მას შემდეგ, რაც Volkswagen-ის რამდენიმე ქარხნის დახურვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გერმანიაში ჩინურ ავტომობილებზე ტარიფების გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

საქსონიის ეკონომიკის მინისტრმა დირკ პანტერმა ევროკავშირს მოუწოდა, ჩინეთიდან შემოტანილ ავტომობილებზე მოქმედი ტარიფები გაზარდოს. მისი აზრით, ამან შესაძლოა ჩინურ კომპანიებს ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობა და ადგილობრივი წარმოების დაწყება აიძულოს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Volkswagen გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას განიხილავს. მათ შორისაა საქსონიაში მდებარე ელექტრომობილების საწარმოც.

Volkswagen-ის ხელმძღვანელი ოლივერ ბლუმი ერთ-ერთ გამოსავლად ჩინური ავტომობილების ევროპაში წარმოებასა და აზიურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნას ასახელებს. პანტერის თქმით, თუ ჩინური კომპანიები საქსონიაში წარმოებას დაიწყებენ, ეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზეც მოლაპარაკების შესაძლებლობას შექმნის.

ჩინური ავტომწარმოებლები, მათ შორის BYD, ევროპაში გაყიდვებს სწრაფად ზრდიან.

გერმანიაში მიიჩნევენ, რომ თუ ჩინურ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე მუშაობა სურთ, წარმოების ნაწილი ევროპაშიც უნდა განათავსონ და ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნაში მიიღონ მონაწილეობა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის
AI ტექნოლოგია15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Nvidia ბრიტანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონის ტექნიკურ რესურსს მიაწვდის

Nvidia მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებს 250 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური შესაძლებლობებით დაეხმარება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა
მაკრო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

აშშ-ში ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 3.7% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 3.4% იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს
საფონდო15 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს

გაცნობის აპლიკაცია Bumble ბირჟას დატოვებს. კომპანიას Ithaca Holdings 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს, ხოლო აქციონერები თითო აქციაში 6.05 დოლარს მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე