გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

ნუცა ტყეშელაშვილი16 ოქტომბერი, 20262 წთ კითხვა
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია თამბაქოს ნაწარმზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადების გაზრდას გეგმავს. ცვლილებები, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ხუთშაბათს კანონმდებლებმა თამბაქოს გადასახადის ზრდას დაუჭირეს მხარი. მოსალოდნელია, რომ ეს ღონისძიება 2027-2030 წლებში 12 მილიარდ ევროზე მეტ შემოსავალს მოიტანს. ცვლილებების შედეგად, ათწლეულის ბოლოს სიგარეტის ერთი კოლოფის საშუალო ფასი 11 ევროს გადააჭარბებს.

შაქრიანი სასმელების გადასახადი კი 2027 წლის ივლისიდან ამოქმედდება. გერმანიის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ოთხშაბათს დაამტკიცა. გადასახადი შეეხება გამაგრილებელ სასმელებს, რომლებიც 100 მილილიტრზე მინიმუმ 5 გრამ შაქარს შეიცავს. ასეთი სასმელებისთვის გადასახადი ლიტრზე 0.26 ევრო იქნება, ხოლო უფრო მაღალი შაქრის შემცველობის პროდუქტებზე განაკვეთი 0.32 ევრომდე გაიზრდება.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, შაქრის გადასახადი 2027 წელს 690 მილიონ ევროს, ხოლო 2028 წელს 925 მილიონ ევროს მოიტანს. მიღებული თანხა ფედერალური ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების შემცირებით გამოწვეული დანაკლისის ნაწილობრივ ანაზღაურებას მოხმარდება.

სამინისტროს შეფასებით, შაქრიანი სასმელების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გერმანიის ჯანდაცვის სისტემას ყოველწლიურად დაახლოებით 2.1 მილიარდი ევრო უჯდება.

გერმანია 2027 წლიდან ალკოჰოლური სასმელების გარკვეულ სახეობებზეც გადასახადების 20%-ით გაზრდას გეგმავს. ცვლილება შეეხება მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს, ცქრიალა ღვინოსა და ე.წ. alcopops-ს — ტკბილ, მზა ალკოჰოლურ კოქტეილებს. მოსალოდნელია, რომ ეს ღონისძიება ბიუჯეტს დამატებით ასობით მილიონ ევროს მოუტანს. ამასთან, ლუდისა და ჩვეულებრივი, არაცქრიალა ღვინის გადასახადები უცვლელი დარჩება.

თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ცვლილება მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება და შესაძლოა არალეგალური ბაზრის გაფართოებასაც შეუწყოს ხელი.

მსგავსი ზომები ევროპის სხვა ქვეყნებშიც განიხილება ან უკვე ხორციელდება. დიდმა ბრიტანეთმა შაქრიანი სასმელების გადასახადის მოქმედების არეალის გაფართოება გადაწყვიტა და იმ ზღვრის შემცირებას გეგმავს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც სასმელი დაბეგვრას ექვემდებარება. საფრანგეთი კი თამბაქოზე გადასახადებს ეტაპობრივად ზრდის და 2027 წლისთვის სიგარეტის ერთი კოლოფის ფასის დაახლოებით 13 ევრომდე გაზრდას ისახავს მიზნად.

გერმანიაში ცქრიალა ღვინოზე მოქმედ გადასახადს, Sektsteuer-ს, ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის 1902 წელს შემოიღეს და გერმანიის იმპერიის დაცემის, ორი მსოფლიო ომისა და სხვადასხვა მთავრობის ცვლილების მიუხედავად, დღემდე შენარჩუნდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს
საფონდო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს

სამხრეთკორეული SK Hynix აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიას სურს, ჩინეთში მდებარე საწარმოსთვის ამერიკული ჩიპების წარმოების დანადგარების შეძენის უფლება მიიღოს. სანაცვლოდ, მისი შვილობილი Solidigm აშშ-ში NAND მეხსიერების ახალ ქარხანას ააშენებს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირის ლიდერები ენერგიის ფასებსა და ჩინურ იმპორტზე მსჯელობენ
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირის ლიდერები ენერგიის ფასებსა და ჩინურ იმპორტზე მსჯელობენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემები ენერგიის გაძვირება, მომავალი ბიუჯეტი და ჩინეთიდან იმპორტის სწრაფი ზრდაა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე