გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Getty Images ვალების შესამცირებლად ბირჟას ტოვებს

მარიამ ქადარია13 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Getty Images ვალების შესამცირებლად ბირჟას ტოვებს

Getty Images ვალების შესამცირებლად აშშ-ში სპეციალურ გაკოტრების პროცედურას იწყებს. ეს კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, სანამ კრედიტორებთან ვალის გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმდება. პროცესის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

ამის შემდეგ Getty Images კერძო კომპანია გახდება და ბირჟაზე მისი აქციებით ვაჭრობა შეწყდება. კომპანიის მფლობელები Getty-ის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები და Koch Equity Development გახდებიან. ისინი Getty Images-ს 533 მილიონ დოლარამდე გადასცემენ.

შეთანხმების მიხედვით, 270 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გაუქმდება, დანარჩენ სესხებზე კი პროცენტი შემცირდება და მათი დაფარვის ვადა გახანგრძლივდება. Getty Images მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს და პარტნიორებთან გადახდების შეჩერებას არ გეგმავს. ივნისის ბოლოს კომპანიას დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა, მაშინ როცა ოქტომბრის დასაწყისში მისი საბაზრო ღირებულება მხოლოდ 20.7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

კომპანია ბირჟაზე 2022 წელს დაბრუნდა და მაშინ 4.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. მას შემდეგ მისი აქციების ფასი დაახლოებით 99%-ით დაეცა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას წინ უძღოდა Shutterstock-თან დაგეგმილი 3.7-მილიარდიანი გაერთიანების ჩაშლაც.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
EnergyX Trafigura-ს 10 წლის განმავლობაში $2 მილიარდის ლითიუმს მიაწვდის
საფონდო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

EnergyX Trafigura-ს 10 წლის განმავლობაში $2 მილიარდის ლითიუმს მიაწვდის

EnergyX-მა Trafigura-სთან ათწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიულ კომპანიას 100,000 ტონა ლითიუმს მიაწვდის. მიმდინარე ფასებით გარიგების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე