გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Goldman Sachs: Nvidia-ის შედეგებზე ინვესტორები რამდენიმე საკვანძო საკითხს დააკვირდებიან

ნუცა ტყეშელაშვილი12 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Goldman Sachs: Nvidia-ის შედეგებზე ინვესტორები რამდენიმე საკვანძო საკითხს დააკვირდებიან

Goldman Sachs-ის შეფასებით, Nvidia-ის 26 აგვისტოს კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას ინვესტორების მთავარი ყურადღება კომპანიის $500 მილიარდიან AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების პლატფორმაზე, Rubin-ის ჩიპების წარმოების გაფართოებაზე და მარჟებზე იქნება გადატანილი.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა James Schneider-მა Nvidia-ზე „Buy“ რეიტინგი და $285-იანი სამიზნე ფასი შეინარჩუნა. მისი შეფასებით, კომპანია შესაძლოა პროგნოზებზე უკეთეს შედეგებს გამოაქვეყნებს, რასაც GPU-ებზე ძლიერი მოთხოვნა და შეზღუდული მიწოდება შეუწყობს ხელს. თუმცა, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აქციისთვის მოლოდინები უკვე მაღალია — Nvidia-ის აქციები ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 12%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება Nvidia-ის ახალი $500 მილიარდიანი დაფინანსების პლატფორმა, რომელიც პარტნიორებთან ერთად AI ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ინვესტორებს სურთ გაიგონ, რამდენად დიდი იქნება Nvidia-ის ფინანსური ვალდებულება და რა გავლენას მოახდენს ეს აქციების გამოსყიდვასა და დივიდენდებზე.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება Rubin-ის ახალი თაობის პროდუქტების წარმოების ტემპი 2026 წლის მეორე ნახევარსა და 2027 წელს, განსაკუთრებით ახალი ტიპის მომხმარებლებს შორის — AI ლაბორატორიებში, neocloud კომპანიებსა და სუვერენულ ორგანიზაციებში.

Goldman Sachs ასევე დააკვირდება Nvidia-ის მთლიანი მოგების მარჟას, რომელიც ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში 75%-ზე მაღლა შენარჩუნდა, მიუხედავად კომპონენტების, განსაკუთრებით HBM მეხსიერების, გაძვირებისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება CPU-ებზე მოთხოვნა agentic AI-ის განვითარებასთან ერთად. Nvidia-ის მხოლოდ CPU-ზე დაფუძნებული სერვერების მიწოდება წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე