Google Cloud-ის გათიშვამ მილიონობით საბანკო მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა

ევროპელი ფინანსური მარეგულირებლები Google-ისგან განმარტებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც Google Cloud-ის რამდენიმე საათიანმა გათიშვამ მილიონობით ადამიანს საბანკო სერვისებით სარგებლობა შეუზღუდა. შეფერხება Revolut-ის, Lloyds-ისა და HSBC-ის მომხმარებლებს შეეხო.
Google-ის ინფორმაციით, პრობლემა ლონდონში მდებარე პარტნიორ ობიექტზე ელექტროენერგიასთან დაკავშირებულმა ავარიამ გამოიწვია. Revolut-ის ზოგიერთ მომხმარებელს ანგარიშზე შესვლა, ბარათით გადახდა და ბანკომატიდან თანხის გამოტანა არ შეეძლო. ბანკის განცხადებით, მომხმარებლების ფულსა და მონაცემებს საფრთხე არ შექმნია.
ევროპის საბანკო უწყება გათიშვის მასშტაბს შეისწავლის, ბრიტანეთის პარლამენტმა კი ცენტრალურ ბანკსა და ფინანსურ მარეგულირებელს დეტალური ინფორმაცია მოსთხოვა. Google Cloud-ს მსგავსი სერიოზული შეფერხებების შესახებ მარეგულირებლების ინფორმირება ევალება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






