გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Google-მა Gemini 3.5 Pro-ს გამოშვება გადადო

მარიამ ქადარია17 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Google-მა Gemini 3.5 Pro-ს გამოშვება გადადო

Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, Gemini 3.5 Pro, დაგეგმილ ვადაში ვერ გამოვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიამ მისი გამოშვება რამდენიმე თვით გადადო, რადგან მოდელმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

Google-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი მოდელის წარდგენას ივნისში გეგმავდა, თუმცა Gemini 3.5 Pro-მ კომპანიის მოლოდინი ვერ გაამართლა, განსაკუთრებით პროგრამული კოდის წერისას. ივნისის ბოლოს მოდელის სასწავლო მასალა განაახლეს, თუმცა შედეგები მაინც არ გაუმჯობესებულა იმდენად, რომ მისი გამოშვება შესაძლებელი გამხდარიყო.

დაგვიანებამ Google-ში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კონკურენტმა კომპანიებმა, OpenAI-მ და Anthropic-მა, უკვე წარადგინეს უფრო ძლიერი მოდელები. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი თითქმის 3-4%-ით შემცირდა.

Google-ის წარმომადგენლის განცხადებით, Gemini 3.5 Pro-ს გამოცდა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აშშ-ის მთავრობასთან ერთად გრძელდება. ამავე დროს, OpenAI-მ უკვე წარადგინა GPT-5.6, ხოლო Anthropic-მა უსაფრთხოების ახალი ზომების დამატების შემდეგ თავისი წამყვანი მოდელების მუშაობა განაახლა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე