გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

H.C. Wainwright Strive-ის აქციების გაძვირებას ელოდება

მარიამ ქადარია25 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
H.C. Wainwright Strive-ის აქციების გაძვირებას ელოდება

H.C. Wainwright-მა Strive Inc 2026 წლის მეორე ნახევრისთვის კრიპტოსექტორში ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიად დაასახელა. H.C. Wainwright Strive-ის აქციების შეძენას კვლავ ურჩევს ინვესტორებს, თუმცა მათი სამიზნე ფასი 37 დოლარიდან 36 დოლარამდე შეამცირა.

Strive-მა ბოლო თვეებში Bitcoin-ის მარაგი მნიშვნელოვნად გაზარდა. მხოლოდ მეორე კვარტალში კომპანიამ 6,236 Bitcoin შეიძინა, ხოლო წლის პირველ ექვს თვეში შეძენილი Bitcoin-ის რაოდენობამ 12,237-ს მიაღწია.

H.C. Wainwright-ში მიიჩნევენ, რომ Bitcoin-ის გაძვირების შემთხვევაში Strive-ის აქციების ფასიც მნიშვნელოვნად მოიმატებს. მათი ვარაუდით, კომპანია წლის ბოლო კვარტალში Bitcoin-ის შესყიდვებს კიდევ გაზრდის.

საინვესტიციო ფირმა ყურადღებას აშშ-ში კრიპტოვალუტების რეგულირების შესაძლო ცვლილებებსაც აქცევს. CLARITY Act-ს სენატში პროცედურული კენჭისყრა 15 სექტემბერს ელის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე