გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Holtec Nuclear ბირჟაზე გასვლით $900 მილიონამდე მიიღებს

მარიამ ქადარია9 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
 Holtec Nuclear ბირჟაზე გასვლით $900 მილიონამდე მიიღებს

ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიების კომპანია Holtec Nuclear ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანია IPO-ს ფარგლებში $900 მილიონამდე მიღებას გეგმავს, მისი ღირებულება კი შესაძლოა $10.2 მილიარდამდე შეფასდეს.

Holtec ინვესტორებს 50 მილიონ აქციას შესთავაზებს. ერთი აქციის სავარაუდო ფასი $15-დან $18-მდე იქნება. კომპანია Nasdaq-სა და Nasdaq Texas-ზე HNUC სიმბოლოთი განთავსდება.

1986 წელს დაარსებული Holtec ბირთვული რეაქტორებისთვის საჭირო ტექნიკას აწარმოებს, ბირთვული ნარჩენების შენახვაზე მუშაობს და დახურული სადგურების დემონტაჟშიც მონაწილეობს.

Holtec მიჩიგანში მდებარე 800-მეგავატიანი Palisades-ის ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავებას გეგმავს. თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, Palisades აშშ-ში პირველი კომერციული ატომური სადგური გახდება, რომელიც დახურვის შემდეგ მუშაობას განაახლებს.

აშშ-ში ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდაა, რადგან მათ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდებათ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე