გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის გამო ნავთობი გაძვირდა

მარიამ ქადარია14 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის გამო ნავთობი გაძვირდა

ჰორმუზის სრუტეში ვითარების გამწვავებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა. Brent-ის მარკის ნავთობი თითქმის 3%-ით გაძვირდა და ბარელზე 85.20 დოლარს მიაღწია. WTI-ის ფასი კი 80.05 დოლარამდე გაიზარდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა აღადგინა და სამი ღამის განმავლობაში სამხედრო დარტყმები განახორციელა. დონალდ ტრამპმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებისთვის 20%-იანი მოსაკრებელი დაწესდეს.

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ორი ტანკერი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. თავდასხმას ეკიპაჟის ერთი წევრი ემსხვერპლა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ სამხედრო დაპირისპირება ნავთობის მიწოდებას საფრთხეს უქმნის. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა ბოლო ორი თვის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

ნავთობის ფასის შემდგომი ცვლილება ახლა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიზღუდება გემების გადაადგილება სრუტეში. დამატებით საფრთხეს ქმნის იემენელი ჰუთების სარაკეტო თავდასხმებიც საუდის არაბეთის მიმართულებით.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე