გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

HSBC LVMH-სა და Burberry-ს რეიტინგს ამცირებს

ნუცა ტყეშელაშვილი9 სექტემბერი, 20262 წთ კითხვა
HSBC LVMH-სა და Burberry-ს რეიტინგს ამცირებს

HSBC-მა LVMH-ისა და Burberry-ის აქციების რეიტინგი Buy-დან Hold-მდე შეამცირა. ორივე კომპანიის აქციები 2%-ზე მეტით დაეცა.

ბანკი გადაწყვეტილებას 2026 წლის მეორე ნახევრის მიმართ შეზღუდული ხილვადობითა და luxury სექტორში უფრო რთული წლიური შედარების ბაზით ხსნის. HSBC-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მეორე კვარტალში დაფიქსირებული გაუმჯობესებული დინამიკა შესაძლოა წლის მეორე ნახევარში შენელდეს.

HSBC-ის luxury სექტორის კომპანიების დაფარვაში მეორე კვარტლის ორგანულმა გაყიდვებმა წლიურად 7% მოიმატა, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 5.8%-იანი ზრდის შემდეგ. გაუმჯობესებას ძირითადად სამკაულებზე ძლიერმა მოთხოვნამ და აშშ-სა და აზიაში მომხმარებელთა აქტივობის ზრდამ შეუწყო ხელი.

თუმცა, ბანკის შეფასებით, წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა უფრო რთული იქნება. მთავარ რისკებად სახელდება ჩინეთში მომხმარებელთა განწყობის გაუარესება, უფრო მაღალი შედარების ბაზა და luxury ბრენდებთან დაკავშირებული უარყოფითი სოციალური მედიის რეაქციები.

LVMH-ის შემთხვევაში HSBC-მ სამიზნე ფასი €600-დან €490-მდე შეამცირა. ბანკის შეფასებით, Fashion & Leather Goods-ის მიმართულებას, რომელიც 2025 წელს ჯგუფის EBIT-ის 72%-ს ქმნიდა, აღდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობს. Louis Vuitton-ის მასშტაბიც ზრდის პოტენციალს ზღუდავს — ბრენდის გაყიდვები დაახლოებით €20 მილიარდს შეადგენს.

Burberry-ის სამიზნე ფასი კი 1,350-დან 1,200 პენსამდე შემცირდა. HSBC აღიარებს, რომ CEO Josh Schulman-ის ხელმძღვანელობით ბრენდის რესტრუქტურიზაცია პროგრესირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აქციის შემდგომი ზრდისთვის გაყიდვებისა და მოგების პროგნოზების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების სივრცე შეზღუდულია.

ამასთან, HSBC კვლავ Buy რეიტინგს ინარჩუნებს Richemont-ზე, Kering-ზე, Moncler-სა და Prada-ზე. ბანკის ფავორიტად რჩება Richemont, რომელსაც ძლიერი საიუველირო ბიზნესი და ეფექტური მენეჯმენტი ეხმარება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე