გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

იაპონური იენა 1986 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მარიამ ქადარია30 ივნისი, 20261 წთ კითხვა
იაპონური იენა 1986 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

იაპონური იენა დოლართან მიმართებით 1986 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აზიურ ბაზარზე ერთი დოლარის ფასი 162.40 იენამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ იენა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუფასურდა.

მართალია, იენის გაუფასურება ექსპორტიორ კომპანიებს შემოსავლების გაზრდაში ეხმარება და საფონდო ბირჟაზეც დადებითად აისახება, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვნად ზრდის იმპორტირებული საქონლისა და ენერგორესურსების ღირებულებას. მაისის თვეში მომსახურების სექტორში ფასების 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო საწვავის გაძვირებამ საზღვაო ტვირთების გადაზიდვა 61.8%-ით, საერთაშორისო ავიარეისების ფასი კი 17.3%-ით გაზარდა.

იაპონიის ხელისუფლებამ იენის მხარდასაჭერად აპრილსა და მაისში 11.73 ტრილიონი იენა დახარჯა, თუმცა კურსის ვარდნის შეჩერება მაინც ვერ შეძლო. ანალიტიკოსების შეფასებით, იენაზე ზეწოლა ისევ შენარჩუნდება, რადგან იაპონიასა და აშშ-ს შორის საპროცენტო განაკვეთების სხვაობა დიდია. მაღალი განაკვეთების გამო ინვესტორებისთვის დოლარში ფულის დაბანდება უფრო მომგებიანია, რაც იენის პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე