გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ილონ მასკი Anthropic-ს ხელოვნური ინტელექტის ლიდერად მიიჩნევს

მარიამ ქადარია10 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ილონ მასკი Anthropic-ს ხელოვნური ინტელექტის ლიდერად მიიჩნევს

ილონ მასკის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე Anthropic ამ ეტაპზე OpenAI-სა და Google-ს უსწრებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

Anthropic 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს. კომპანია დღეს Google-ის, OpenAI-ისა და მასკის xAI-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება. მისი პოზიციები განსაკუთრებით Claude Opus 4.5-ის გამოშვების შემდეგ გაძლიერდა. მოდელმა პროგრამისტებსა და მკვლევრებში ყურადღება კოდირების ძლიერი შესაძლებლობებით მიიქცია.

კომპანია მხოლოდ ტექნიკურ მომხმარებლებზე აღარ არის ორიენტირებული. Claude Cowork-ის საშუალებით Anthropic ბიზნესებსა და არატექნიკურ მომხმარებლებსაც სთავაზობს ინსტრუმენტებს, რომლებიც ტექსტების მომზადებასა და კვლევით სამუშაოებს ამარტივებს.

ივნისში Anthropic-მა აშშ-ში აქციების საჯარო განთავსებისთვის კონფიდენციალური განაცხადიც შეიტანა. ამ დროისთვის კომპანიის შეფასება დაახლოებით 965 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო20 ნოე. 20262 წთ კითხვა

Canadian Natural Resources-ის აქციები 1.9%-ით დაეცა

Advantage Energy-ის C$2.53-მილიარდიანი შეძენის დაფინანსებასთან დაკავშირებული კითხვები და ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა კომპანიის აქციებზე ზეწოლას ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Fed-ი საბანკო ზედამხედველობის შესუსტების რისკზე საუბრობს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მიმდინარე მარეგულირებელმა ცვლილებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში საბანკო სექტორის უსაფრთხოება შეამციროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Procter & Gamble 2030 წლამდე ხარჯების შემცირებას გეგმავს

კომპანია პროდუქტიულობის ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზით დანაზოგის მიღებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე