გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრა ახალი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

მარიამ ქადარია19 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრა ახალი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა განვითარებადი ქვეყნებისთვის ახალი ზომების გამოცხადების გარეშე დასრულდა. განხილვის მთავარი თემები იყო ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში, გაძვირებული ვალი და ხელოვნური ინტელექტის გამო ქვეყნებს შორის ეკონომიკური სხვაობის კიდევ უფრო ზრდის რისკი.

განვითარებადი ქვეყნების მთავრობები შემოსავლების საშუალოდ 14%-ს ვალების გადახდაზე ხარჯავენ, რაც ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ამის გამო განათლებისა და ჯანდაცვისთვის ნაკლები თანხა რჩება. IMF-ის ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევას თქმით, ამ ქვეყნებში ვალის მოცულობა შემცირდა, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღება გაძვირდა.

შეხვედრის ბოლოს ქვეყნებს ისევ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და კერძო ინვესტიციების გაზრდა ურჩიეს. ხელოვნური ინტელექტის შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესამცირებლად კი კონკრეტული გეგმა არ წარუდგენიათ.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 4.4%-დან დაახლოებით 3.6%-მდე შენელდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკამ რეცესია თავიდან აიცილა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე