გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

IMF-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე გაზარდა

მარიამ ქადარია15 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
IMF-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 3.1%-მდე გაზარდა. 2027 წელს კი 3.4%-იან ზრდას ელოდება. ეკონომიკას ხელს უწყობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებში დიდი ინვესტიციები, რაც ნაწილობრივ ამსუბუქებს ახლო აღმოსავლეთში ომისა და ენერგიის გაძვირების გავლენას.

IMF-ის თქმით, ჰორმუზის სრუტე მარტისთვის უნდა გაიხსნას, ხოლო გადაზიდვები 2027 წლის ოქტომბრისთვის ომამდელ დონეს დაუბრუნდეს. თუ ომი გაგრძელდება და ნავთობის ფასი 2027 წლის დასაწყისში ბარელზე 130 დოლარს გადააჭარბებს, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს დაახლოებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები იქნება.

ფონდი კიდევ ერთ რისკად ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების შესაძლო შემცირებას ასახელებს. თუ კომპანიები ამ ტექნოლოგიიდან მოსალოდნელ მოგებას ვერ მიიღებენ და ინვესტიციებს შეამცირებენ, ფინანსურ ბაზრებზე ფასებიც შეიძლება შემცირდეს. IMF-ის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში 2028 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა მოსალოდნელზე 1.1%-ით, აშშ-ის ეკონომიკა კი 1.8%-ით ნაკლები იქნება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე