გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ინდოეთმა ოქროს უბაჟო იმპორტი შეზღუდა

მარიამ ქადარია27 მაისი, 20261 წთ კითხვა
ინდოეთმა ოქროს უბაჟო იმპორტი შეზღუდა

ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში ოქროს სიდიდით მეორე მომხმარებელია, ძვირფასი ლითონის უბაჟო იმპორტს ზღუდავს. ქვეყნის ხელისუფლებამ საიუველირო ნაწარმის ექსპორტიორებისთვის ოქროს შემოტანის ახალი ლიმიტი დაადგინა, რაც თითოეულ ლიცენზიაზე მაქსიმუმ 100 კილოგრამს შეადგენს. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია საზღვარგარეთიდან ოქროს შესყიდვების მოცულობის შემცირება. ახალი რეგულაციების თანახმად, მწარმოებლებმა ახალი ლიცენზიის მისაღებად წინა საექსპორტო ვალდებულებების მინიმუმ 50% უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც: პირველადმა განმცხადებლებმა სავალდებულო ფიზიკური ინსპექტირება უნდა გაიარონ, რათა დადასტურდეს მათი საწარმოების რეალური არსებობა და წარმოების სიმძლავრე. ამასთან, უკვე არსებული ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ ვალდებულება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ წარადგინონ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სერტიფიცირებული ანგარიშები განხორციელებული ოქროს იმპორტ-ექსპორტის შესახებ. ეს ახალი შეზღუდვები ინდოეთის მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ოქროსა და ვერცხლზე იმპორტის ტარიფები 6%-დან 15%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ზომების მიზანია, შეამციროს ძვირფასი ლითონების უცხოური შესყიდვები და შეასუსტოს ზეწოლა უცხოური ვალუტის რეზერვებზე, რაც ნავთობის ფასების ზრდით არის გამოწვეული.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ის რესტრუქტურიზაცია დაახლოებით €16 მილიარდი დაჯდება — კომპანია 60,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს
ანალიზი10 სექ. 20262 წთ კითხვა

Volkswagen-ის რესტრუქტურიზაცია დაახლოებით €16 მილიარდი დაჯდება — კომპანია 60,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს

Volkswagen-ის უპრეცედენტო რესტრუქტურიზაცია დაახლოებით €16 მილიარდი დაჯდება. კომპანია 60,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და გერმანიაში ოთხი ქარხნის სამომავლო გამოყენების გადახედვას გეგმავს, რათა ჩინურ კონკურენციას, ტარიფებსა და ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებს გაუმკლავდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bitcoin-ზე ზეწოლა ძლიერდება — ირანის კონფლიქტი და მაღალი ობლიგაციების სარგებელი რისკისადმი ინტერესს ამცირებს
კრიპტო10 სექ. 20265 წთ კითხვა

Bitcoin-ზე ზეწოლა ძლიერდება — ირანის კონფლიქტი და მაღალი ობლიგაციების სარგებელი რისკისადმი ინტერესს ამცირებს

Bitcoin-ის ფასი კლებულობს აშშ-სა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის, ნავთობის გაძვირებისა და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების მაღალი სარგებლის ფონზე. ენერგიის გაძვირება ინფლაციისა და Fed-ის უფრო მკაცრი პოლიტიკის რისკებს ზრდის, რაც კრიპტოვალუტებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი გაზარდა — AI აგენტები კომპანიის ზრდის ახალ შესაძლებლობად სახელდება
საფონდო10 სექ. 20265 წთ კითხვა

JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი გაზარდა — AI აგენტები კომპანიის ზრდის ახალ შესაძლებლობად სახელდება

JPMorgan-მა Meta-ს აქციების რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა და სამიზნე ფასი $820-მდე აამაღლა. ბანკი კომპანიის AI მოდელებსა და აგენტებში ზრდის ახალ შესაძლებლობებს ხედავს, თუმცა ამასთან Meta-ს მზარდ კაპიტალურ დანახარჯებზე მიუთითებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე