გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Intel-ის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე

მარიამ ქადარია9 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Intel-ის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე

ტექნოლოგიური გიგანტების, Google-ისა და Tesla-ს მხარდაჭერით, Intel ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაში წამყვან პოზიციებს იკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Google-მა კომპანია Intel-ს 3 მილიონზე მეტი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი (TPU) შეუკვეთა, რომელთა წარმოებაც 2028 წლისთვის იგეგმება. პარალელურად, Nvidia განიხილავს Intel-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებას ისეთი ახალი პროცესორის შესაქმნელად, რომელიც ოთხ გრაფიკულ ჩიპს ერთიან სისტემაში გააერთიანებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ილონ მასკის განცხადებით, Tesla გეგმავს გამოიყენოს Intel-ის უახლესი „14A“ საწარმოო პროცესი თავისი „Terafab“ პროექტისთვის, რომელიც ოსტინში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების თანამედროვე კომპლექსის შექმნას ითვალისწინებს. ამ პოზიტიური სიახლეების ფონზე, Intel-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 13%-ზე მეტით გაიზარდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე