გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან

მარიამ ქადარია21 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ირანის ომის ფონზე ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში მკვეთრად გაზრდილ მოგებას ელიან

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები მესამე კვარტალში უკეთეს ფინანსურ შედეგებს ელიან. ირანის ომის შემდეგ ნავთობპროდუქტების გაძვირებამ კომპანიებს განსაკუთრებით ნავთობის გადამუშავებისა და ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი გაზარდა.

Shell, BP და TotalEnergies ვარაუდობენ, რომ ნავთობის გადამუშავებიდან მიღებული მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ ან ოთხჯერ მეტი იქნება. Shell-ის გათვლით, ეს მაჩვენებელი ბარელზე რეკორდულ 42 დოლარს მიაღწევს.

TotalEnergies გადამუშავებისა და ქიმიური პროდუქტების ბიზნესიდან დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს ელოდება, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ExxonMobil-ის განცხადებით, გადამუშავების უკეთესმა შედეგებმა მისი კვარტალური მოგება შესაძლოა 4.5 მილიარდი დოლარით გაზარდოს.

ახლა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რას გააკეთებენ კომპანიები დამატებითი შემოსავლით. Chevron-მა და ExxonMobil-მა თანხის ნაწილი უკვე ვალის შემცირებისთვის გამოიყენეს.

HSBC-ის ვარაუდით, Shell მეოთხე კვარტალში დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის საკუთარ აქციებს შეიძენს. BP კი, სავარაუდოდ, ვალის შემცირებას გააგრძელებს და საკუთარი აქციების შესყიდვის ახალ პროგრამას 2028 წლამდე არ დაიწყებს.

კომპანიები მესამე კვარტლის შედეგებს ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს

Apple მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამერიკული წარმოების ტიტანის შესაძენად 100 მილიონ დოლარამდე დახარჯავს

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის

ამერიკული სადაზღვევო კომპანია Prudential Financial ბრაზილიასა და მექსიკაში არსებულ ბიზნესებს ფრანგულ CNP Assurances-ს 4.03 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
გერმანიაში კომპანიები €225 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ
საფონდო21 ოქტ. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში კომპანიები €225 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ

ბერლინში გამართულ საინვესტიციო სამიტზე კომპანიებმა გერმანიაში 225 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები წარადგინეს. გეგმები ენერგეტიკას, მრეწველობასა და ციფრულ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე