გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

იტალია ენერგიის ხარჯების შესამცირებლად ევროკავშირის საბიუჯეტო შეღავათს გამოიყენებს

მარიამ ქადარია22 ივლისი, 20261 წთ კითხვა
იტალია ენერგიის ხარჯების შესამცირებლად ევროკავშირის საბიუჯეტო შეღავათს გამოიყენებს

იტალია 2027-2028 წლებში ენერგიის გაძვირების შედეგების შესამსუბუქებლად ევროკავშირის საბიუჯეტო წესებით გათვალისწინებულ შეღავათს გამოიყენებს. შესაბამის გეგმაზე პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისა და მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ღონისძიებები ოჯახებისა და კომპანიებისთვის ენერგიის ხარჯების შემცირებას მოხმარდება. ევროკომისია წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავდაცვისთვის გამოყოფილი დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ნაწილი ენერგეტიკულ პროექტებს დაუთმონ.

იტალიას ამ მიზნით მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-ის გამოყენება შეუძია. თანხა ძირითადად წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობას მოხმარდება.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა იტალიის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გეგმა შეცვალოს. მთავრობა მიმდინარე წელს დეფიციტის მშპ-ის 2.9%-მდე, ხოლო 2027 წელს 2.8%-მდე შემცირებას გეგმავდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nscale და Anthropic $45-მილიარდიან AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20263 წთ კითხვა

Nscale და Anthropic $45-მილიარდიან AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

Nscale და Anthropic დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ AI ინფრასტრუქტურის გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პროექტი დასავლეთ ვირჯინიაში 460-მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის განვითარებასა და Nvidia-ს Vera Rubin ჩიპების გამოყენებას ითვალისწინებს. შეთანხმება ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის და მოლაპარაკებების პირობები შესაძლოა შეიცვალოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
DeepSeek და Huawei AI ჩიპების ერთობლივ განვითარებაზე მუშაობენ — ჩინეთი Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20262 წთ კითხვა

DeepSeek და Huawei AI ჩიპების ერთობლივ განვითარებაზე მუშაობენ — ჩინეთი Nvidia-ზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს

DeepSeek და Huawei AI მოდელებისთვის სპეციალურად მორგებულ ჩიპებზე მუშაობენ. კომპანია Ascend 950DT პროცესორების გამოყენებას 2026 წლის ბოლოს გეგმავს, თუმცა Nvidia-ს ჩიპები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი გამოთვლითი წარმადობით გამოირჩევა. წარმატების შემთხვევაში, თანამშრომლობამ შესაძლოა ჩინეთის AI ინდუსტრიას ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებაში შეუწყოს ხელი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის
AI ტექნოლოგია20 ოქტ. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ბაზარი აღდგა - ინვესტორების ყურადღება AI სექტორიდან კორპორაციულ ანგარიშებზე გადადის

აშშ-ის საფონდო ინდექსები ორშაბათს გაიზარდა გასული კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ. თუმცა, AI სექტორში კონკურენციის გაძლიერების, neocloud კომპანიების ფინანსური რისკებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაძვირების გამო ინვესტორები უფრო მკაცრად აფასებენ კომპანიების რეალურ შემოსავლებსა და მომგებიანობას. ამ კვირაში ყურადღება კვარტალური ფინანსური ანგარიშების შედეგებზე გადაინაცვლებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე