Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს

გაცნობის აპლიკაცია Bumble ბირჟას დატოვებს. კომპანიას Ithaca Holdings 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს, ხოლო აქციონერები თითო აქციაში 6.05 დოლარს მიიღებენ. ბოლო წლებში Bumble-ს როგორც მომხმარებლების შენარჩუნება, ისე შემოსავლების ზრდა გაუჭირდა. მეორე კვარტალში ფასიანი მომხმარებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.4%-ით შემცირდა და 3.2 მილიონი შეადგინა.
მომხმარებლების დასაბრუნებლად კომპანიამ ფასები, შეტყობინებების წესები და აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები რამდენჯერმე შეცვალა. Bumble-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გაცნობის სერვისიც გამოცადა, თუმცა ამ ნაბიჯებმა შედეგები მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესა.
გარიგების დასრულების შემდეგ Ithaca-ს დამფუძნებლები რავი გუპტა და ჯონ ჰეგემანი Bumble-ს ერთობლივად უხელმძღვანელებენ. კომპანიის დამფუძნებელი უიტნი ვულფ ჰერდი კი Bumble-ში მუშაობას გააგრძელებს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






