გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Jefferies CVS Health-ის აქციების 29%-იან ზრდას ვარაუდობს

მარიამ ქადარია1 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Jefferies CVS Health-ის აქციების 29%-იან ზრდას ვარაუდობს

Jefferies CVS Health-ის აქციების ზრდას ვარაუდობს და კომპანიას ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ გამორჩეულ არჩევანად ასახელებს. მან CVS-ის აქციის სამიზნე ფასი 120 დოლარად განსაზღვრა, რაც დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს.

Jefferies-ის პოზიტიური შეფასება დიდწილად Aetna-ს გაუმჯობესებულ შედეგებს უკავშირდება. CVS-ის სადაზღვევო ბიზნესმა მეორე კვარტალში დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის კორექტირებული საოპერაციო მოგება მიიღო. წლის დასაწყისიდან Aetna-ს საოპერაციო მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.

აღსანიშნავია კომპანიის სააფთიაქო ბიზნესიც. მეორე კვარტალში CVS-ის აფთიაქებში გაცემული რეცეპტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.

CVS-ის მეორე კვარტლის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რის შემდეგაც კომპანიამ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა. წლის პირველ ექვს თვეში CVS-მა საოპერაციო საქმიანობიდან დაახლოებით 10.6 მილიარდი დოლარი მიიღო. წლის ბოლომდე ეს თანხა, კომპანიის ვარაუდით, 11.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

Jefferies-ის ვარაუდით, CVS საკუთარი აქციების შეძენას 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში განაახლებს. ბანკში მიაჩნიათ, რომ ეს კომპანიის აქციებისთვის კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი იქნება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
საფონდო16 ოქტ. 20262 წთ კითხვა

გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის

გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს
მაკრო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს
საფონდო16 ოქტ. 20261 წთ კითხვა

SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს

სამხრეთკორეული SK Hynix აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიას სურს, ჩინეთში მდებარე საწარმოსთვის ამერიკული ჩიპების წარმოების დანადგარების შეძენის უფლება მიიღოს. სანაცვლოდ, მისი შვილობილი Solidigm აშშ-ში NAND მეხსიერების ახალ ქარხანას ააშენებს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე