გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

JPMorgan-მა აშშ-ის სტრატეგიულ კომპანიებში $5 მილიარდი დააბანდა

მარიამ ქადარია20 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
JPMorgan-მა აშშ-ის სტრატეგიულ კომპანიებში $5 მილიარდი დააბანდა

JPMorgan Chase-მა 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიებში, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მუშაობენ. მათ შორისაა ადგილობრივი წარმოება, ენერგეტიკა, თავდაცვითი ტექნოლოგიები და ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყანას უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულებას ამცირებს.

ბანკმა თანხა, მათ შორის, ახალი თავდაცვითი ტექნოლოგიების, ავტომატიზებული წარმოების, კრიტიკული მინერალებისა და ელექტროენერგიის შენახვის პროექტებში დააბანდა. JPMorgan-ი როგორც ახალ, ისე უკვე განვითარებულ კომპანიებში მონაწილეობს.

ერთი წლის წინ დაწყებული Security and Resiliency Initiative-ის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიასა და პროექტზე დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი უკვე გაიცა. JPMorgan-ის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში აშშ-ისთვის მნიშვნელოვან სფეროებში ჯამურად 1.5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას შეუწყოს ხელი.

მსგავს პროექტებს სხვა ამერიკული ბანკებიც აფინანსებენ. Bank of America 2027 წლის ივლისამდე ციფრულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 250 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, Morgan Stanley კი მომდევნო ათწლეულში ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 1.5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის მხარდაჭერას აპირებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე