გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილმა მოთხოვნამ ჩინეთის ექსპორტი მკვეთრად გაზარდა

მარიამ ქადარია14 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილმა მოთხოვნამ ჩინეთის ექსპორტი მკვეთრად გაზარდა

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროდუქციაზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდა ჩინეთის საგარეო ვაჭრობაზეც აისახა. 2026 წლის ივნისში ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დადებითმა სალდომ 125.62 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაისში ეს მაჩვენებელი 105.43 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჩინეთის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ნახევარგამტარებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

ნახევარგამტარების ექსპორტი 122%-ით გაიზარდა, კომპიუტერული ტექნიკის კი 53%-ით.

მნიშვნელოვანი ზრდაა საავტომობილო სექტორშიც. ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტი 72%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში იმპორტი 36%-ით გაიზარდა, თუმცა ეკონომისტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი უფრო ჩიპების გაძვირებასა და ტექნოლოგიური კომპონენტების შესყიდვას უკავშირდება, ვიდრე ქვეყნის შიგნით მოხმარების მკვეთრ ზრდას.

საგარეო ვაჭრობის ძლიერი მაჩვენებლების მიუხედავად, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში შენელდება. ამის გამო მოსალოდნელია, რომ პეკინი ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ ზომებს მიიღებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ოქროს ფასი იცვლება - ინფლაციის ზრდა განაკვეთის მატების მოლოდინს ზრდის

სპოტ ოქრო დოლარის გამყარების ფონზე მცირედ გაიაფდა, მაშინ როცა ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო26 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპული საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა

STOXX 600 დილის ვაჭრობაში 1.3%-ით გაიზარდა. ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ახალმა დეტალებმ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია26 ნოე. 20262 წთ კითხვა

აზიის ტექნოლოგიური აქციები გაიზარდა

ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც AI სექტორის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე