გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ბაზრებზე რისკებს ზრდის

მარიამ ქადარია13 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ბაზრებზე რისკებს ზრდის

ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ბაზრებზე სულ უფრო დიდ როლს იკავებს. Bernstein-ის შეფასებით, ის ვაჭრობას უფრო ეფექტიანს ხდის, თუმცა, ამასთან ერთად, ახალი რისკებიც ჩნდება.

კომპანიებში ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშებსა და სხვა მონაცემებს ადამიანზე გაცილებით სწრაფად ამუშავებს. შედეგად, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც აქციების ფასებზე უფრო სწრაფად აისახება.

ავტომატიზაციის წყალობით ანალიტიკოსებს მეტი კომპანიის შეფასება შეუძლიათ. ამის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა განვითარებად ბაზრებზე მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების კვლევა, თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. თუ ბევრი ინვესტორი ერთსა და იმავე მონაცემებსა და მსგავს ალგორითმებს დაეყრდნობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთს დაემსგავსება. ასეთ დროს, ბაზარზე დაძაბულობის შემთხვევაში, ფასების მკვეთრი ცვლილების ალბათობაც იზრდება. ამის ერთ-ერთ მაგალითად 2024 წლის აგვისტოში იაპონური იენის ბაზარზე განვითარებული მოვლენები შეიძლება განვიხილოთ. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ყალბმა ინფორმაციამ ბაზარზე დროებითი არასტაბილურობა გამოიწვია.

Bernstein ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ საფრთხეზეც. საუბარია „უკუკავშირის ეფექტზე“, როდესაც ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციები ინვესტორების გადაწყვეტილებებზე მოქმედებს, ეს გადაწყვეტილებები კი თავად ბაზრის ფასებს ცვლის. შედეგად, ერთი და იგივე ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება.

Bernstein-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ვაჭრობას უფრო ეფექტიანს ხდის, თუმცა კრიზისულ პერიოდში ბაზრის მკვეთრი რყევებისა და ფინანსური შოკების რისკს ზრდის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე