გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტის განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებს მილიარდები უჯდებათ

მარიამ ქადარია16 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტის განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებს მილიარდები უჯდებათ

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას სულ უფრო დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. მონაცემთა ცენტრები, ჩიპები და სერვერები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ ხარჯად იქცა, ამიტომ სექტორის წამყვანი მოთამაშეები დამატებითი დაფინანსების მოძიებას ცდილობენ.

Nvidia ობლიგაციების გამოშვებით მინიმუმ 20 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს. Alphabet-ი კი 80 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვას აპირებს. ამ ნაბიჯებით კომპანიები იმ ხარჯებისთვის ემზადებიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ახლავს.

Amazon და Meta დაფინანსებისთვის ძირითადად ობლიგაციებს იყენებენ, ხოლო Oracle და Supermicro თანხის მოზიდვას აქციებისა და ობლიგაციების კომბინაციით გეგმავენ.

მთავარი მიზეზი მარტივია: ხელოვნურ ინტელექტს დიდი ტექნიკური რესურსი სჭირდება. ახალი მონაცემთა ცენტრების აშენება, ძლიერი ჩიპების შეძენა და სერვერების გაფართოება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

მაგალითად, Amazon ოპერაციული საქმიანობიდან მიღებული ფულის დიდ ნაწილს სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავს.

ამ ფონზე, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის კონკურენცია მხოლოდ პროდუქტებსა და მოდელებზე აღარ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ხდება ისიც, ვის ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი ამ მასშტაბის განვითარების დასაფინანსებლად.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე