გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტის კომპანიები კაპიტალის მოსაზიდად ემზადებიან

მარიამ ქადარია3 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტის კომპანიები კაპიტალის მოსაზიდად ემზადებიან

ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ იზრდება. Goldman Sachs-ის ხელმძღვანელის, დავიდ სოლომონის შეფასებით, ბაზარზე ახლა ისეთი გარემოა, რომელიც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს კაპიტალის მოზიდვისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

სოლომონის თქმით, საფონდო ბაზარზე ინვესტორების განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რაც OpenAI-ის, Anthropic-ისა და SpaceX-ის მსგავსი კომპანიებისთვის ბირჟაზე გასვლის შესაძლებლობას აჩენს. მისი შეფასებით, ამ კომპანიების ღირებულება მომავალში შესაძლოა ტრილიონ დოლარს მიუახლოვდეს. Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფინანსურ სისტემაში ჯერ კიდევ საკმარისი რესურსია და ამის მაგალითად Alphabet-ის მიერ 80 მილიარდი დოლარის მოზიდვას ასახელებს. მისი აზრით, სანამ ბაზარზე კაპიტალი ხელმისაწვდომია, კომპანიები ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაფინანსების მოცულობა უკვე ძალიან მაღალია, სოლომონი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე იყოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე