გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

კიბერუსაფრთხოების 5 კომპანია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამოირჩევა

მარიამ ქადარია27 მაისი, 20262 წთ კითხვა
კიბერუსაფრთხოების 5 კომპანია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამოირჩევა

ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემებისა და ციფრული სისტემების დაცვა. ამ ფონზე Morgan Stanley-მა იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკური სისტემების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი კომპანიაა Okta, რომელიც მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და სისტემებზე წვდომის მართვის სერვისებს ავითარებს. ამავე სფეროში მუშაობს SailPoint Technologies, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დასაცავად ახალი პლატფორმა შექმნა და ამ პროცესში Anthropic-ის Claude-სთანაც დაიწყო თანამშრომლობა.

სიაში მოხვდა Palo Alto Networks-იც, რომელიც კომპიუტერული ქსელებისა და ღრუბლოვანი სისტემების უსაფრთხოებაზე მუშაობს. მასთან ერთად ანალიტიკოსები გამოყოფენ CrowdStrike-საც, რომელიც ასევე ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს და საკუთარ სისტემებში Claude-ის ტექნოლოგიებს იყენებს.

რეიტინგში მოხვდა ასევე Equinix, რომელიც მონაცემთა ცენტრებსა და მაღალი გამოთვლითი რესურსისთვის საჭირო ტექნიკურ გარემოს უზრუნველყოფს. კომპანია იმ სისტემებზე მუშაობს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სერვისების მუშაობისთვის არის აუცილებელი.

Morgan Stanley-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებასთან ერთად მონაცემთა დაცვისა და ტექნიკური სისტემების უსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

Bitcoin-მა $61 000-ს გადააჭარბა შაბათ-კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ

კრიპტოვალუტის ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღამ 24 საათში დაახლოებით $1.8 მილიარდის ღირებულების პოზიციები გააქრო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები გაიზარდა

STOXX 600 ორშაბათს 0.73%-ით გამყარდა. ზრდას ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობდნენ, რომელთა აქციებიც გასულ კვირას ხელოვნური ინტელექტის სექტორში მკვეთრად დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო23 ნოე. 20261 წთ კითხვა

CrowdStrike Zscaler-ის შეძენას განიხილავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე