გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

KKR-ის კვარტალურმა მოგებამ რეკორდულ დონეს მიაღწია

მარიამ ქადარია10 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
KKR-ის კვარტალურმა მოგებამ რეკორდულ დონეს მიაღწია

KKR-ის კვარტალური მოგება 29%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდას ინვესტიციების გაყიდვამ და ფონდების მართვიდან მიღებული შემოსავლის მატებამ შეუწყო ხელი.

მესამე კვარტალში ინვესტორებმა KKR-ის ფონდებში კიდევ 25 მილიარდი დოლარი ჩადეს. შედეგად კომპანია უკვე 800 მილიარდ დოლარზე მეტ კაპიტალს მართავს.

ფონდების მართვიდან მიღებული მოგება 27%-ით გაიზარდა და 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანია წელს ინვესტორებისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტის დაბრუნებასაც გეგმავს.

KKR დამატებით მოგებას მიიღებს USI Insurance Services-ის Aon-ისთვის 17 მილიარდ დოლარად გაყიდვიდან. გარიგება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და კომპანიას დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მოუტანს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე