გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Lenovo-ს აქციების ფასი შემცირდა

მარიამ ქადარია10 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Lenovo-ს აქციების ფასი შემცირდა

Lenovo-ს აქციების ფასი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ივლისიდან პროდუქციას გააძვირებს. ფასების ზრდა მეხსიერების ჩიპების გაძვირებასა და დეფიციტს უკავშირდება, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

ეს Lenovo-სთვის წელს ფასების გაზრდის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი ზრდა მარტში დაფიქსირდა და ძირითადად პერსონალურ კომპიუტერებსა და სერვერებს შეეხო. კომპანიის ხელმძღვანელობა წლის დასაწყისიდანვე ამბობდა, რომ წარმოების ხარჯების ზრდა საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც აისახებოდა.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება Lenovo-ს სერვერების ბიზნესს ეხმარება, თუმცა კომპანიის მთავარი შემოსავალი ისევ პერსონალურ მოწყობილობებზე მოდის. ამ მიმართულებით კი მდგომარეობა უფრო რთულია, რადგან ხარჯები იზრდება, მომხმარებლების მოთხოვნა კი სუსტდება.

მიუხედავად აქციების ფასის კლებისა, Lenovo-ს აქციები 2026 წლის განმავლობაში ჯამში მაინც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 140 პროცენტით გაიზარდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე